воскресенье, 26 июня 2016 г.

გაკვეთილის თემა

სახელი, გვარი, მამის სახელი . რუსული სახელები.

სწავლების საფეხური და კლასი

VIII კლასი, II საფეხური

მოსწავლეთა რაოდენობა

14 მოსწავლე

განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა


გაკვეთილის სასწავლო მიზნები

მოსწავლეთათვის რამოდენიმე ქართული სახელის მნიშვნელობისა და წარმომავლობოს გაცნობა. ძირითადი სამეტყველო უნარების განვითარება(წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი). გრამატიკული კონსტრუქციის შესაბამისად მართლწერა და სწორი მეტყველების გასავითარებელი სავარჯიშოების შესრულება. სქემის შედგენა.

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები

სწორად კითხულობს და იგებს ტექსტის შინაარსს, მთავარ თემას.იგებს სავარჯიშოების პირობებს. კონსტრუქციის დაცვით სწორად მეტყველებს და წერს. მოსწავლე თანამშრომლობს გუნდის წევრებთან, მსჯელობს.ისმენს სხვების მოსაზრებას, გამოთქვამს საკუთარს.პარალელს ავლებს უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის. მართავს რესურსებს. მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში.

უცხ.VIII.6 უცხ.VIII.19 უცხ.VIII.29

თანმიმდევრობა

წინარე ცოდნა სახელთან დაკავშირებით. რა არის სახელი? ყველა ხალხს აქვს თუ არა იგი? რა პრინციპით არქმევენ სახელებს? საიდან წარმოიშვა? რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ სახელს? (3 წთ.)მინიტექსტების წაკითხვა . რუბრიკა: „იცით თუ არა რომ?“ სქემის შევსება.(10 წთ.)

გრამატიკული კონსტრუქცია : ვის? (ბებიის, ძმის, წმინდანის...) საპატივცემულოდ დაარქვეს (5წთ.)

მამის სახელის წარმოება (რუსები ერთმანეთს სახელითა და მამის სახელით მიმართავენ)(5წთ.)

ტექსტის კითხვა ინდივიდუალურად .ლექსიკონზე მუშაობა(5–7 წთ.)


ჯგუფური მუშაობა: მოიფიქრეთ ქართული სახელები და გვარები, რომლებიც წარმოიშვნენ ცხოველების, ფრინველების, მცენარეების და სხვა საგნების სახელებისაგან (5წთ.)


პრეზენტაცია (6წთ.)


სქემის შედგენაჩემი ოჯახი“(სახელი, მამის სხელის ჩვენებით) (3წთ.)


საშინაო დავალება: მოიძიეთ ინტერნეტში ქართული სახელებისა და გვარების წარმომავლობა და მნიშვნელობა(2წთ.)

რესურსი

წიგნი, რვეული, კალამი, ფანქარი,ინტერნეტი

Комментариев нет:

Отправить комментарий